09:39 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-18 09:09:35, 623 ნახვა

საზოგადოება
დიდ ქალაქებში, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში დღეიდან განახლდა

2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დღეიდან განახლდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 10 დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.

გარდა ამისა, სასწავლო პროცესს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.

დიდი ქალაქების გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული საჯარო სკოლები  სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, მზად არიან.

„ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია მათი მხრიდან შესრულებულია“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics