|
2021-01-15 10:12:50, 510 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის შეხვედრა დღეს შედგება
სოფელ ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის შეხვედრა დღეს შედგება. ადგილობრივები მოითხოვენ, სახელმწიფო წარმომადგენლის თანდასწრებით ქრისტიან და მუსლიმი მოსახლეობის 10-10 წევრი ერთმანეთს შეხვდნენ და პროცესი იყოს ღია, რადგან ეს მხოლოდ ბუკნარის პრობლემა არ არის. „ერთი ადამიანი ეკლესიიდან, ერთი ადამიანი მუსლიმი მრევლიდან, 10 ადამიანი მართლმადიდებელი მრევლიდან, 10 ადამიანი მუსლიმი მრევლიდან, ერთი ადამიანი სახელმწიფოს წარმომადგენელი - თუ იქნებით თქვენ, აიღებთ ამ პასუხისმგებლობას იყავით თქვენ. უნდა მოხდეს შეხვედრა, ტელევიზიებმა უნდაგააშუქონ ეს ამბავი, რომ ეს მხოლოდ ამ ხალხის პრობლემა არ არის, მთელი საქართველოს პრობლემა“, - განაცხადა ფირუზ წულუკიძემ. შეგახსენებთ, უკვე სამი დღეა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირებაა, მუსლიმი თემი აქ სალოცავის აშენებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან. სამი დღის წინ აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რა დროს ორი მუსლიმი დაშავდა. საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)