|
2021-01-11 13:39:42, 604 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა განიხილება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა განიხილება. როგორც თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველო განიხილავს ისეთ ვაქცინებს, რომლებსაც აქვს მარეგულირებელი ორგანოების ან ჯანმოს ავტორიზაცია. „საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის განიხილავს, ამ ეტაპზე, მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებსაც აქვთ ან მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია ან ჯანმოს პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შეიძლება იყოს ის ვაქცინა, რომელსაც საქართველო განიხილავს გამოყენებისთვის. ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინა, არც ერთი ჯერჯერობით არც მკაცრი მარეგულირებლების მიერ არის აღიარებული და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ამდენად ჩვენ რასაც განვიხილავთ ეს არის Pfizer-ის, Astrazeneca-ს და Moderna-ს ვაქცინას, რომელიც შესაძლოა ქვეყანამ გამოიყენოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)