09:35 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 18:47:46, 602 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, დავით საგანელიძის ხელფასი თვეში 28 ათასს შეადგენს

 

„ერთიან ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელფასი თვეში 28 ათას ლარს შეადგენს. ამ მონაცემს არ ადასტურებს თავად დავით საგანელიძე. იგი განმარტავს, რომ მისი ხელფასი ყოველ თვიურად 21 000 ლარია.

„ხელისუფლებაში მოსვლის შედგომ, რაც ბატონი ირაკლი კოვზანაძე მოვიდა, ხელფასი 50 000 ლარიდან გახდა 21 000. ასე, რომ ციფრები მათ გაიხსენონ“, - აღნიშნა საგანელიძემ. „ნაცმოძრაობის“ მტკიცებით, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იტყუება, რადგან მათ აქვთ მტკიცებულება, რომ მისი ხელფასი თვეში 28 ათას ლარს შეადგენს.

„მე განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“ არ მიყვარს ზეპირი ლაპარაკი. წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ხელფასი ერთი წლის განმავლობაში 336 ათას ლარს აღწევს. თუ თორმეტ თვეზე გავყოფთ, გამოდის თვეში 28 ათასი. ეს არის ოფიციალური დოკუმენტი“, _ აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა ჰორმუზის სრუტე ყველა სახის საზღვაო გადაზიდვისთვის ჩაკეტა
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics