|
2020-12-29 11:47:13, 618 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავას განცხადებით, ადგილობრივი კვების წარმოებას კომერციული ტარიფის ფასნამატის 50% დაუსუბსიდირდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ადგილობრივი კვების წარმოებას, კომერციული ტარიფის ფასნამატის 50% დაუსუბსიდირდება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით არსებული წნეხი კვების პროდუქტებზე აღარ აისახება. „ვინაიდან ტარიფების გადახედვა ხდება არამხოლოდ მოსახლეობის ნაწილში, არამედ კომერციული მომხმარებლების ნაწილშიც, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე დიდი რისკი იმისა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა აისახოს ფასებში არის სწორი კვების მრეწველობა. ეს იქნებოდა მტკივნეული ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელიც ისედაც კრიზისულ ვითარებაში იმყოფება და შესაბამისად, ყველამ ერთად უნდა აღვადგინოთ ეკონომიკა და ამიტომ დავეხმაროთ მათ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომერციული ტარიფის ნაზარდულს, ფასნამატის 50% შემდგომის წლის განმავლობაში დაუსუბსიდირდებათ ადგილობრივი კვების წარმოებას. აქედან გამომდინარე, ეს წნეხი აღარ იქნება ასახული საბოლოო ჯამში სამომხმარებლო ფასებში კვების პროდუქტებზე, რაც მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)