|
2020-12-29 09:41:04, 479 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: რუხის მრავალპროფილური კლინიკა არის ის მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანრთელობაზე გადის
„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. უწყების ხელმძღვანელმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, რუხის მრავალპროფილური კლინიკა არის ის მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც ყველაზე მთავარ ფასეულობაზე - ადამიანის სიცოცხლესა და ჯანრთელობაზე გადის. ანგარიში წარდგენისას, ეკატერინე ტიკარაძემ ყურადღება იმ პასუხისმგებლობასა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც კოვიდ პანდემიის პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობაა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. მინისტრმა ანგარიშის პრეზენტაციისას ყურადღება ყველა იმ ძირითად ღონისძიებაზე გაამახვილა, რომლითაც ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)