|
2020-12-28 21:05:19, 567 ნახვა
საზოგადოება
ზამთრის კურორტების ობიქტებს 2 თვის საშემოსავლო 2021-ის ზაფხულამდე გადაუვადდებათ
ზამთრის კურორტების ობიქტებს 2 თვის საშემოსავლო 2021-ის ზაფხულამდე გადაუვადდებათ, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. "რაც შეეხება უშუალოდ ზამთრის კურორტებს, ეს არის დაბა ბაკურიანი, სოფელი გუდაური, კურორტი გოდერძი, დაბა მესტია - ამ ტერიტორიებზე მოქმედ ყველა ტურისტულ ობიექტს, მათ ეხსნებათ ნოემბერში და დეკემბერში საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება, ანუ გადავადდება ეს ვალდებულება მომდევნო წლის ზაფხულისთვის დაახლოებით". - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 31 იანვრამდე ზამთრის კურორტებზე არ იფუნქციონირებს სათხილამურო ტრასები, საბაგიეროები, ამასთანავე დასაშვები იქნება მუშაობა მხოლოდ ისეთი სასტუმრობისთვის, რომლებიც საკარანტინო სივრცეებს წარმოადგენენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)