21:11 - 21 Jul, 2026
|
2020-12-28 16:04:09, 431 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ მცირე ზომის სკვერი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა შემოღობილი ტერიტორიის დემონტაჟი, დასუფთავდა და მცირე სკვერი გაკეთდა. სამუშაოების შედეგად, განთავსდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, სკამები და ნაგვის ურნები. ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიღობა და მოხდა მიწის შეტანა. ამასთან, მოეწყო ბილიკები და გრუნტის დამჭერი კედელი, რომელიც მოიხატა. სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ექსი მეიდმა“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 45 623 ლარი დაიხარჯა. 2020 წელს რაიონში მცირე ზომის სკვერების მოწყობა ჯამში, 18 მისამართზე განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)