|
2020-12-27 14:31:28, 1043 ნახვა
საზოგადოება
ჯანმოს გენერალური დირექტორი გიორგი გახარიას - ვაფასებ თქვენს ძალისხმევას COVID19-ის ვაქცინის სამართლიანად განაწილების საქმეში
„ვაფასებ თქვენს ძალისხმევას COVID19-ის ვაქცინის სამართლიანად განაწილების საქმეში“, - ამის შესახებ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, გებრეისუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მისამართით საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ადანომ გებრეისუსსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განაწილების საქმეს შეეხებოდა. როგორც გებრეისუსი აღნიშნავს, ეს საუბარი საკმაოდ კარგი და სასარგებლო იყო. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მისამართით წერს, რომ ყველამ ერთად უნდა იმოქმედონ, რათა ეს პანდემია დასრულდეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას დიდ მადლობას ვუხდი ძალიან კარგი და სასარგებლო ზარისთვის. მე ნამდვილად ვაფასებ თქვენს საყოველთაო ჯანდაცვის სფეროს გაუმჯებესებასთან დაკავშირებით გაწეულ შრომას და ასევე ვაფასებ მცდელობებს, იმის თაობაზე, რომ მხარი დაუჭიროთ COVID19-ის ვაქცინების სამართლიან განაწილებას. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რათა დასრულდეს ეს პანდემია“, - წერს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი „ტვიტერში“ აქვე გთავაზობთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას ტვიტსაც. „ტედროს გებრეისუსთან პროდუქტიული საუბარი შედგა, თემა შეეხებოდა COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობას და პარტნიორებთან მოლაპარაკებებს. საქართველო პანდემიასთან ბრძოლის სფეროში WHO- სთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს“, - წერს გიორგი გახარია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)