23:06 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 23:29:16, 1115 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი სტანდარტების დანერგვა ნიშნავს გაცხადებულ პრინციპს - ყველაფერი საუკეთესო ჯარს

„ახალი სტანდარტების დანერგვა ნიშნავს გაცხადებულ პრინციპს - ყველაფერი საუკეთესო ჯარს და ამ მთავარი პრინციპის რეალობაში საქმედ ქცევას“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების თანამედროვე, მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული სპეციალური ტექნიკით აღჭურვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საბჭოთა დროის და მოძველებული სპეცტექნიკის ჩანაცვლების ფარგლებში შევისყიდეთ 500-მდე სპეცტექნიკა - გერმანული „MAN“-ის, იტალიური „IVECO“-ს და ამერიკული „FORD“-ის მიერ წარმოებული მანქანები და სპეციალური ტექნიკა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი სპეც-ტექნიკით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.

თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი თავდაცვის ძალების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics