|
2020-12-25 13:00:11, 767 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე - გადაჭარბებულად ნუ შეგეშინდებათ კოვიდ19-ის ახალი შტამის, დიდი განსხვავება ძველსა და ახალს შორის არაა
გადაჭარბებულად ნუ შეგეშინდებათ კორონავირუსის ახალი შტამის, დიდი განსხვავება ძველსა და ახალს შორის არაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ახალ შტამს იმაზე სწრაფი გავრცელება არ ექნება, ვიდრე საქართველოში სამი-ოთხი კვირის წინ ფიქსირდებოდა, როცა ქვეყანა ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. „კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ვაკეთებთ სეკვენირებას ვირუსებისას, თუ არ ვცდები ამას მსოფლიოში პირველ 20 ქვეყანაში ვიყავით, ვინც სექვენსი გააკეთა, ეს მუშაობა გრძელდება, ლუგარის ცენტრში ეს კეთდება და ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს. მაგრამ არავითარი დიდი განსხვავება ახალ შტამსა და ძველს შტამს შორის, მაშინ როდესაც ჩვენ მსოფლიოშ რეკორდი მოვხსენით, ვიყავით პირველები გავრცელებით, აქედან გამომდინარე, არამგონია ახალმა შტამმა რამე შეცვალოს, გარდა იმისა, რომ უნდა გვეკეთოს პირბადე და დავიცვათ დისტანცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)