00:19 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 12:32:45, 441 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - არასასურსათო სექტორისთვის რეგულაციების შემსუბუქებამ სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, არასასურსათო სექტორიოსთვის რეგულაციების შემსუბუქებამ სერიოზული დარღვევების გარეშე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ვითარება ნორმალურია, რაც იძლევა იმედს, რომ წინასაახალწლო პერიოდი დიდი პასუხისმგებლობით ჩაივლის.

„გუშინ იცით, რომ მოხდა რეგულაციების შემსუბუქება არასასურსათო ვაჭრობის სექტორისთვის და საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სასურსათო ქსელებმა, მოლებმა და მაღაზიებმა. ძალიან გვიხარია დღეს, როდესაც ვაჯამებთ გუშინდელი დღის სტატისტიკას, სერიოზული და მასიური დარღვევების გარეშე ჩაიარა ამ დღემ. ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სავაჭრო ინდუსტრიას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ კონტროლს იმაზე, რომ ეს წინასაახალწლო დღეები ზოგადად დატვირთულია, მაღალი მოთხოვნაა, ადამიანებს საჭიროებები დაუგროვდათ და ჩვენ დავინახეთ, რომ მომხმარებლების საკმაოდ დიდი მიწოლა იყო მაღაზიებზე.

აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას დაიცვან ყველა აუცილებელი მოთხოვნა მომხმარებლებმა და მაღაზიებმაც გააგრძელონ მკაცრი კონტროლი. ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ასეთივე მკაცრი მონიტორინგი. მთლიანობაში, ვითარება ნორმალურია და ეს ჩვენ გვახარებს და გვაძლევს იმედს, რომ დიდი პასუხისმგებლობით გავატარებთ ამ წინასაახალწლო პერიოდს, რომელიც გარკვეული გეგმაზომიერი შემსუბუქებით აღინიშნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics