|
2020-12-22 21:19:21, 497 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე - მოსახლეობას გარანტიას ვაძლევ, რომ საქართველოში ყველაზე უსაფრთხო ვაქცინა შემოვა
„მოსახლეობას გარანტიას ვაძლევ, რომ საქართველოში ყველაზე უსაფრთხო ვაქცინა შემოვა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობის 52% მზად არის ვაქცინაციისთვის. „დღესდღეობით, მოსახლეობის 52% მზად არის იმისათვის, რომ აიცრას. თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, კვლევებში მონაწილეობის შემთხვევაში, ადამიანები ნაკლებად არიან გულწრფელები. აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ეს შეიძლება იყოს 35%-ის ფარგლებში, რაც არის მნიშვნელოვანი ნიშნული იმისთვის, თუ რამდენად აქტიური კამპანია არის საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობა აიცრას. მოსახლეობას შემიძლია გარანტია მივცე, რომ ეს იქნება ყველაზე უსაფრთხო ვაქცინა, რომელიც შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში“ , - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)