|
2015-09-29 19:01:46, 468 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე აშშ-ის ელჩს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აშშ–ს ელჩს საქართველოში იენ კელის შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გამყარების თვალსაზრისით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. „აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პარტნიორობას ძალიან მაღალი მხარდაჭერა აქვს ორივე მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მისწრაფებებს, რაც უკავშირდება ევროპულ ინტეგრაციას, აქვს სრული მხარდაჭერა აშშ–ს ხელისუფლების მხრიდან. ვისაუბრეთ ორმხირივი ურთიერთობის გამყარების თვალსაზრისით დაგეგმილ ღონისძიებებზე, რაზეც გვაქვს ერთმანეთის მსგავსი ხედვა თუ რა სფეროებში და რა მიმართულებით ვხედავთ პოტენციალს მომავალი განვითარებული და გაძლიერებული თანამშრომლობისთვის. ეს იქნება, როგორც ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა და სხვა მიმართულებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება გვაქვს ევროკავშირთან, ვიწყებთ ჩინეთთან ამ საკითხზე მოლაპარკებებს. შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს მაღალი სტანდარტი აღიარებული იყოს ასევე სხვა სახელმწიფოების მიერ“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)