|
2020-12-22 15:04:02, 378 ნახვა
საზოგადოება
ახლადაშენებულ N102 საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების და საახალწლო საჩუქრების გაცემა მიმდინარეობს
გლდანის მე-8 მიკრორაიონში, ახლადაშენებულ N102 საბავშვო ბაგა-ბაღში კვების პროდუქტების გაცემას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, გლდანის რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. „პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისში 15 ახალი ბაღი აშენდა, 7 ახალი ბაღის მშენებლობა კი მიმდინარეობს. ჩვენ ერთ-ერთ ახალ ბაღში ვიმყოფებით, სადაც სოციალური პროექტი გრძელდება - ვარიგებთ კვების პროდუქტებს. სულ 10 სახეობის პროდუქტს, ასევე, საახალწლო ნობათებს პატარებისთვის. მინდა, ყველას მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. კვების პროდუქტებს თბილისის 185 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები 19 მარტის შემდეგ, მეთორმეტედ იღებენ და ჯამში 700 000-მდე პაკეტია გაცემული. ამჯერად კი, ბავშვებს ნობათთან ერთად საახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ. სოციალური პროექტი პანდემიის პრევენციისათვის, განსაზღვრული წესებისა და რეგულაციების ფარგლებში მიმდინარეობს. დაცულია როგორც ბაღის პერსონალის, ისე, მშობლების უსაფრთხოება. ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა, მაგრამ პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე კვირაში შეწყდა. საბავშვო ბაღი ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის სავალდებულო საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად. დამონტაჟებულია უსაფრთხოების ბადეები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ლიფტი შშმ პირთათვის და საევაკუაციო კიბეები ყველა სააღმზრდელო ჯგუფისთვის. ბაღს აქვს კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო, თანამედროვე სათამაშო სივრცეებითა და მინიავტოქალაქით. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გულია გოცირიძე.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)