|
2015-09-29 17:50:02, 457 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც „გაზპრომთან“ მიმართებაში ატყდა
„სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მიზანმიმართულად არის ატეხილი „გაზპრომთან” მიმართებაში“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორად მიაჩნია. „სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მიზანმიმართულად არის ატეხილი გაზპრომთან მიმართებაში. ჩვენ წლებია გაზპრომთან გავქვს ურთიერთობები, ეს ურთიერთობები გრძელდება დღესაც და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გაზს ვიღებდით მაშინაც კი, როდესაც 2008 წლის ომის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, ვიღებთ დღესაც და დარწმუნებული ვარ მივიღებთ მომავალშიც. მიზანმიმართულად პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა მიმაჩნია არასწორად. გარდა გაზპრომისა, ჩვენ გვაქვს ენერგეტიკული მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა რუსეთთან, ზამთრის თვეებში ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან. ამიტომ ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორად მიმაჩნია“, - განაცხადა კახი კალაძემ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)