07:08 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 17:14:19, 470 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე გაეროს განვითარების პროგრამის დირექტორს ნილ სკოტს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დირექტორთან ნილ სკოტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრა მთავრობის ადმინსიტრაციაში გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა UNDP-ს დახმარების ფარგლებში მიმდინარე აქტივობები მიმოიხილეს.

ასევე, ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით სამომავლო მხარდაჭერის პერსპექტივებზე.

ამავე კონტექსტში, მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ახლად შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარების სამომავლო ხელშეწყობის საკითხებიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics