04:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-19 14:16:16, 543 ნახვა

საზოგადოება
„112”-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს - ჰანს კლუგეს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს - ეკატერინე ტიკარაძეს უმასპინძლეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ გაბუნია.

სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, თუ რა პროცესი მიმდინარეობს მოქალაქის მიერ 112-ზე დარეკვიდან შესაბამის სამსახურებთან გადამისამართებამდე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის ფუნქციები, რომელიც პანდემიის დროს დაემატა „112“-ის ცენტრს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა - ჰანს კლუგემ დადებითად შეაფასა „112“-ის მუშაობა და ის აქტივობები, რაც „112“-მა კორონავირუსის ეფექტურად მართვისთვის შეიმუშავა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics