04:40 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-19 11:10:35, 459 ნახვა

საზოგადოება
2020 წელს ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი 14 კედელი მოეწყო

მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედელი 14 მისამართზე მოეწყო. ერთ-ერთი პროექტი სვანეთის ქუჩა N44-ში განხორციელდა, სადაც 20-მეტრიანი კედელი აშენდა, ასევე, დამონტაჟდა ლითონის დამცავი ღობე.

შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„სვანეთის ქუჩაზე დავასრულეთ ერთ-ერთი რთული კედლის მშენებლობა. აქ იყო ბეტონის ძველი კონსტრუქცია, რომელიც ჩამოიშალა და აუცილებელი გახდა ახალი გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა. რთული რელიეფის და განაშენიანების გამო, ნაძალადევის რაიონში ბევრი მისამართი გვაქვს, სადაც მსგავსი პრობლემებია. პრიორიტეტების მიხედვით მივყვებით ლოკაციებს და ამ მიმართულებით წელსაც ნაყოფიერად ვიმუშავეთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 128 000 ლარია. 2020 წელს 14 საყრდენი კედლის მშნებელობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 1 000 000 ლარი დახარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics