|
2020-12-16 12:38:28, 542 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში აგრარული წარმოება შეუფერხებლად ხორციელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკანასკნელ წლებში ბაზრების დივერსიფიკაციის და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გაწეული სამუშაოების შედეგად, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, საქართველოდან შეუფერხებლად ხორციელდება ქართული აგრარული პროდუქციის ექსპორტი, მათ შორის: 2020 წლის 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა: 25 287 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი (1 მაისიდან), რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; 6 739 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 12 664 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 65.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 10 834 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან). 16 062 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 7.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან). 674 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 ივნისიდან). ლევან დავითაშვილი:„სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებდა მუშაობას როგორც პანდემიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ისე თავისი ძირითადი მიმართულებისშესრულებაში“ ამ კუთხით, ჩვენ არ გვქონდა შეფერხება იგივე ჩვენი ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის, ვეტერინარიის კუთხით. ვაქცინაცია გრძელდებოდა 2020 წელს, რაც ზრდის ქვეყნის კეთილსაიმედოობას და ეს პირდაპირ კავშირშია მათ შორის ჩვენს სავაჭრო უპირატესობებთან. ჩვენ გავაგრძელეთ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. იცით, ეს იყო რამდენიმე წლის წინ ისეთივე დიდი გამოწვევა, როგორც, ფაქტობრივად, დიდი ეპიდემია. ჩვენ გვქონდა საკმაოდ რთული პერიოდები 2016-17-18 წლებში, რაც დავძლიეთ სამინისტრომ. დიდწილად მოვახერხეთ 2019 წელს პირველი შედეგების დადება და 2020 წელი განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო, ეს აისახა უკვე სავაჭრო მონაცემებზე. სწორედ ფაროსანას წინააღმდეგ 325 000 ჰექტარზე ფართობი მეტი დამუშავდა, მცენარეთა დაცვის მიმართულებით გრძელდებოდა მუშაობა სხვა მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგაც და 102 000 ჰექტარი ფართობი დამუშავდა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 20 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, მიმდინარე წელს განხორციელდა:
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 4 მილიონზე მეტი ვეტერინარული მანიპულაცია განახორციელა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის და ქვეყანაში კეთილსაიმედო მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით განხორციელდა:
მცენარეთა დაცვის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო მოსავლის შენარჩუნებას სასოფლო-სამეურნეო კულტურების მცენარეთა მავნებლებისგან დაცვის და მოსავლის შენარჩუნების მიზნით:
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)