|
2020-12-14 12:43:44, 625 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ინციდენტობის მაჩვენებლით, კორონავირუსის პიკი თითქოს გადავიარეთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინციდენტობის 7 დღის მაჩვენებლით, ქვეყანაში პიკი თითქოს გადავლილია. მისი თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვმა მრუდზე კლება დაიწყო, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. „დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იმის ნიშანია, რომ გარკვეულად გამოჩნდა ტენდენცია ინფიცირების მაჩვენებლის კლებისა ქვეყანაში. მაქსიმალურად ვლინდებიან ინფიცირებული პაციენტები აქტიური გაფართოებული ტესტირების ფონზე და ამის პირველი ნიშნები გამოჩნდა. ეს გახლავთ შედეგი იმ შემზღუდველი ღონისძიებების, რომელიც ქვეყანაში დაწესდა ნოემბრის ბოლოს. შემზღუდველმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გაზაფხულზეც, როდესაც ჩვენ შედარებით მსუბუქად დავძლიეთ გაზაფხულის ტალღა. შესაბამისად, 7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით, რომელიც არის ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე, უკვე გამოჩნდა, რომ პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ. ჩვენ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვამბობთ, რომ პიკში ვიყავით და ახალი შემთხვევების რიცხვმა ამ მრუდზე უკვე დაიწყო ქვე სვლა. ეს არის პირველი ნიშნები. არავითარი საფუძველი არ არის თვითდამშვიდების, რადგან ეს არის ძირითადად რამოდენიმე ფაქტორით განპირობებული, როგორებიცაა: შემზღუდველი ღონისძიებები, გაფართოებული ტესტირება და გაზრდილი ნიღბის ტარების კულტურა ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)