|
2020-12-14 11:11:04, 872 ნახვა
მსოფლიო
„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთზე მომუშავე ჰაკერებმა სავარაუდოდ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტიდან ინფორმაცია მოიპარეს
ჰაკერებმა, რომლებიც რუსეთზე მუშაობდნენ, აშშ-ის სახაზინო და კომერციული დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტიდან ინფორმაცია მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჰაკერული თავდასხმა იმდენად სერიოზული იყო, რომ 12 დეკემბერს თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვიეს. აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს და ფედერალურ ბიუროს გამოძიების ჩატარება სთხოვა. როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ ულიოტმა აღნიშნა, „ყველა საჭირო ნაბიჯს დგამენ ამ შემთხვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი შესაძლო საკითხის გამოსავლენად და გამოსასწორებლად“. ამერიკის მთავრობას ოფიციალურად ჯერ არ დაუდგენია ვინ დგას ჰაკერების უკან, თუმცა გამოძიება ეჭვობს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებები აშშ-ის მედიის მხრიდან, მორიგ უსაფუძვლო მცდელობად შეაფასა, რომელიც ცდილობს, კიბერშეტავაში რუსეთი დაადანაშაულოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)