13:31 - 07 Jul, 2026
|
2020-12-14 10:46:00, 904 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შტატებში სატვირთო გადაზიდვები გუშინ დაიწყო. სავარაუდოდ, პირველი ვაქცინაციია მწარმოებელ კომპანიებთან მდებარე უახლოეს ადგილებში ჩატარდება. კენტუკის გუბერნატორი ვარაუდობს, რომ ვაქცინის პირველი ინექციები მის შტატში, ლუისვილში მდებარე UPS Worldport-ის დაწესებულებაში გაკეთდება. ამასთან, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალსა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებსაც ჩაუტარდებათ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამერიკული და გერმანული კომპანიების მიერაა შემუშავებული, რომელიც მარეგულიერებლის მიერ რამდენიმე დღის წინ იქნა დამტკიცებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)