|
2020-12-12 13:59:31, 1006 ნახვა
მსოფლიო
შვეიცარიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს ფინანსური აქტივები გაყინა
შვეიცარიამ ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ფინანსური აქტივები გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ლუკაშენკო და მისი ვაჟი იმ 15 ადამიანს შორის არიან, რომლებსაც შვეიცარიაში შესვლა და მოგზაურობა ეკრძალებათ. აღნიშნული პირები ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებში ძალადობასა და დაპატიმრებებზე არიან პასუხისმგებლები. „შვეიცარია ღრმად არის შეშფოთებული დაძაბულობით, რის გამოც ბელორუსის მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას დიალოგისკენ მოუწოდებს“, - აცხადებს მთავრობა. შვეიცარიის მთავრობა დაკავებული პირების გათავისუფლებას და უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ ბელარუსში 9 აგვისტოდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)