|
2020-12-12 10:17:46, 765 ნახვა
საზოგადოება
წლიური და საზედამხედველო კომიტეტის გაერთიანებული შეხვედრა
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ერთობლივი ორგანიზებით დისტანციურად გაიმართა პროექტის „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით'' წლიური და საზედამხედველო კომიტეტის გაერთიანებული შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში, პროექტის თითოეული კომპონენტის განხორციელებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები შესრულებული სამუშაოების შესახებ, პროექტის განმავლობაში მიღწეული საბოლოო შედეგების გაცნობის მიზნით. შეხვედრას ესწრებოდნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები ეროვნულ და რეგიონულ დონეზე, ასევე სხვადასხვა აკადემიური სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებებბი პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა შესახებ. ასევე, პროექტის საპილოტე მუნიციპალიტეტების (დედოფლისწყარო, ახმეტა, გარდაბანი) წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე თავიანთი მუნიციპალიტეტების მაგალითებზე დაყრდნობით. შეხვედრის დასასრულს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელმა ერსინ ესენმა, დადებითად შეაფასა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები და მოუწოდა ჩართულ მხარეეებს, რომ გამოიყენონ პროექტის განხორციელების ფარგლებში მიღებული მნიშვნელოვანი გამოცდილება მათ შემდგომ საქმიანობაში. პროექტი "ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით" 2016 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა სოფლად ეკონომიკურად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მიზნით ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის პრინციპებისა და პრაქტიკის ინტეგრირებას ეროვნულ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში. პროექტი განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მხარდაჭერით.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)