13:30 - 07 Jul, 2026
|
2020-12-10 13:39:57, 585 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტები მთავრობის სახლთან არიან შეკრებილნი. მათმა ნაწილმა, ერთ-ერთი გამზირისკენ მიმავალი გზა გადაკეთა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა. როგორც ცნობილია, დემონსტრანტები ითხოვენ, მიიღონ ახსნა განმარტება პრემიერ-მინისტრისგან, თუ რატომ ჩააბარა მან მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს. შეგახსენებთ, რომ სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გამოსვლები 10 ნოემბრიდან დაიწყო, მანამდე კი, 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერმა, რუსეთის პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მთაიანი ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)