|
2020-12-08 13:08:36, 665 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - გრიპის საწინააღმდეგო აცრა კორონავირუსგადატანილმა პირმაც უნდა ჩაიტაროს
დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსი შესაძლოა, კორონავირუსგადატანილ ადამიანსაც შეხვდეს. როგორც მან აღნიშნა, გრიპის საწინააღმეგო აცრა კორონავირუსგადატანილმა პირმაც უნდა ჩაიტაროს. „ორივე არის რესპირაციული ჯგუფის ვირუსი, მაგრამ „ბ“ ტიპის ვირუსი არის სხვა და კორონავირუსი სულ სხვა. კორონავირუსგადატანილს შეიძლება შეხვდეს ასევე გრიპის ვირუსი. ამიტომ ეს თავდაცვითი ღონისძიებები აუცილებელია. კორონავირუსგადატანილმა თავისუფლად შეიძლება ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა. კორონავირუსი თქვენ გრიპის საწინააღმეგოდ არ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ალბათ, სასურველია ჯერ გამორიცხოთ კორონავირუსული ინფექცია და გავიკეთოთ სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი. თუ კორონავირუსი გამოირიცხა, მაშინ დიდი ალბათობით გაქვთ სხვა რესპირაციული ვირუსი და როგორც ვიცი დიდ საავადმყოფოებს და ქსელშიც არსებობს გრიპის სწრაფი ტესტებიც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)