|
2020-12-08 12:26:40, 627 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, მიღებული გვაქვს 1 000 ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი
ქვეყანაში უკვე მიღებული გვაქვს 1 000 ჟანგბადის კონცენტრატორი, რომლის დარიგებაც დაწყებულია საჭიროებისამებრ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ასევე მიღებულია . 300 Bipap high flow, 50 high flow და 500 Bipap, რაც ასევე, საჭიროებისამებრ დარიგდება ყველა კლინიკასა და სასტუმროში. „გუშინ დასრულდა ერთ-ერთი მტავარი ნაკადის ჩამოსვლა იმ შესყიდვების, რომელიც განხორციელდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში უკვე მიღებული გვაქვს 1 000 ჟანგბადის კონცენტრატორი, რომლის დარიგებაც დაწყებულია საჭიროებისამებრ. 300 Bipap high flow, 50 high flow და 500 Bipap. ესეც რეგიონების მიხედვით, საჭიროებისამებრ დარიგდება ყველა კლინიკასა და სასტუმროში, რაც დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვნად აისახება ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)