2020-12-05 17:34:11, 664 ნახვა
სამართალი
ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითად მოსიარულეს საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ავტოსაგზაო შემთხვევა ჯანმრთელობის დაზიანებით) დაიწყო.
„გამოძიებით დგინდება, რომ 5 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელსაც საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი დ.კ. მართავდა, ქვეითად მოსიარულე ე.ს.-ს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე პირველადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, - აცხადებენ პროკურატურაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,