|
2020-12-05 10:23:28, 554 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ სექსუალური შევიწროების საკითხებზე გამართულ ონლაინკონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო ონლაინკონფერენციაში - „სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების განხორციელება: მიღწეული შედეგები და გამოწვევები“.ღონისძიება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა სექსუალური შევიწროების რეგულირების პროცესში მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების განხილვას, ასევე, არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა მიერ. 2019 წლის მაისის შემდგომ, ზემოხსენებული მუხლის ამოქმედების დღიდან, სექსუალური შევიწროების საკითხებზე, 200-ზე მეტმა სამართალდამცველმა გაიარა შესაბამისი სწავლება. აღნიშნული პროცესი პანდემიის პირობებშიც აქტიურად გრძელდება. სამართალდამცველთათვის სექსუალურ შევიწროებაზე ეფექტიანი რეაგირების შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია მომზადდა. აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარადგენს ანგარიშს საზოგადოებრივ ადგილას ჩადენილ სექსუალური შევიწროების ფაქტებზე განხორციელებული რეაგირების, მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)