11:17 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 14:21:00, 844 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ნარინჯისფერი რთველი აქტიურად მიმდინარეობს - ექსპორტირებულია 7000 ტონა მანდარინი

ნარინჯისფერი რთველი აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს. აჭარიდან უკვე ექსპორტირებულია 7000 ტონა სტანდარტული მანდარინი. დღეს ბათუმის პორტიდან  გემი ''კაუნასით'' 300 ტონა ციტრუსის გადაზიდვა განხორციელდა.

თორნიკე რიჟვაძე  სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად  ბათუმის პორტში ექსპორტის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. წელს პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს.

„აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი, როგორც ექსპორტი, ასევე რეალიზაცია. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ და ადგილზე გავეცანით მიმდინარე ექსპორტის პროცედურას. ბორანის მეშვეობით, კვირაში 2-ჯერ ექსპორტზე გადის დაახლოებით 300 ტონაზე მეტი ციტრუსი. დღემდე, უკვე ექსპორტირებულია 7 000 ტონაზე მეტი მანდარინი აჭარიდან და დაახლოებით, 40 000 -ზე მეტი ტონა ციტრუსის ექსპორტი იგეგმება წლის განმავლობაში.

განსაკუთრები მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მიმდინარე დამუშავების ოპერაცია, რომელიც ექსპორტისთვის არის საჭირო  ხორციელდებოდეს უსწრაფესად,  არცერთ ექსპორტიორს არ ჰქონდეს მნიშვნელოვანი შეფერხება.  ეს მთლიანი ჯაჭვი უნდა იყოს ეფექტური, უნდა იყოს სწრაფი, რომ ყველამ ფერმერმა შეძლოს დაგეგმილი შემოსავლების მიღება. ამისთვის გაკეთდება ყველაფერი '', - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics