|
2020-12-04 11:59:32, 508 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატით, მონაწილეობა მიიღო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში. ონლაინ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტულობასა და ამ მიმართულებით შინაგან სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, პროაქტიურად გამოძიების დაწყების მაჩვენებლის ზრდაზე და ასევე, სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ინტენსიური ტრენინგების ორგანიზებაზე. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამედროვე მეთოდების დანერგვის, უწყებათშორის კოორდინაციის და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. ონლაინ შეხვედრაზე განხილულ იქნა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები და რეკომენდაციები. შეხვედრის დასასრულს გაიმართა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, რომელიც საბჭოს შემადგენლობამ დაამტკიცა. ნინო ცაციაშვილმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა აშშ საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM), რომლებიც პროექტებისა და პროგრამების მეშვეობით ზრუნავენ სამართალდამცავთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)