|
2020-12-03 15:39:57, 411 ნახვა
საზოგადოება
„Trace International“ - კორუფციისგან თავისუფლების ინდექსი,თ საქართველო კვლავ ევროპის საუკეთესო ოცეულშია
კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო კვლავ ევროპის საუკეთესო ოცეულშია, მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხით კი, მსოფლიოში პირველია. შესაბამისი კვლევა – „კორუფციის რისკის მატრიცა“ – „Trace International“-მა გუშინ გამოაქვეყნა. რეიტინგში საქართველოს შეფასება წინა წელთან შედარებით 1 ქულით გაუმჯობესდა და 25 ქულით 194 ქვეყანას შორის 28-ე პოზიცია დაიკავა, ხოლო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა. ამ შეფასებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: იტალიას, ლატვიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას. საუკეთესო შეფასება საქართველომ მიიღო ისეთ მთავარ ქვეკომპონენტში, როგორიცაა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხი“. ამ ინდიკატორით საქართველო უპირობო ლიდერია – ის მსოფლიოში პირველ ადგილზეა. „Trace International“ ქვეყნებს აფასებს კორუფციის საფრთხის მიხედვით, საბოლოო შედეგი კი, 4 კომპონენტსა და 9 ქვეკომპონენტს ემყარება. თითოეული ქვეყანა 1-დან 100 ქულამდე ფასდება, სადაც 1 ქულა კორუფციის დაბალ დონეს/არარსებობას მიუთითებს, ხოლო 100 ქულა – კორუფციის მაღალ რისკს. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მონაცემები აქვს საქართველოს სხვა ინდიკატორებშიც. კერძოდ: მთავრობასთან ბიზნესის ურთიერთკავშირის კომპონენტი – 17 ქულა. ამ მონაცემებით ჩვენი ქვეყანა უსწრებს კანადას, იაპონიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, აშშ-ს, ავსტრიას, ბელგიას, საფრანგეთს, ლიეტუვას, ლატვიას, პოლონეთს და სხვ. შეფასება ემყარება შემდეგ ინდიკატორებს: მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხი (1 ქულა), კორუფციის დაბალი მოლოდინი (35 ქულა) და დაბალი მარეგულირებელი ტვირთი (28 ქულა); ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და აღსრულების კომპონენტი – 39 ქულა. ამ მონაცემებით საქართველო უსწრებს საფრანგეთს, მალტას, რუმინეთს, ლატვიას, სომხეთს, ბულგარეთს, ხორვატიას, სლოვაკეთს, ბელარუსს, აზერბაიჯანს, უკრაინას, უნგრეთს, თურქეთს, მოლდოვას, რუსეთს და სხვ. შეფასება ემყარება შემდეგ ინდიკატორებს: ანტიკორუფციული კანონმდებლობისა (36 ქულა) და კანონმდებლობის აღსრულების ხარისხი (42 ქულა); „მთავრობისა და საჯარო სერვისების გამჭვირვალობა“ – 26 ქულა. ამ მონაცემებით საქართველო უსწრებს ლატვიას, იტალიას, მალტას, ჩეხეთს, საბერძნეთს, პოლონეთს, ბულგარეთს, ხორვატიას, სომხეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინას და სხვ. შეფასება ემყარება შემდეგ ინდიკატორებს: მთავრობის გამჭვირვალობა (27 ქულა) და გამჭვირვალე საჯარო სერვისები (24 ქულა).
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)