15:18 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-02 12:34:23, 569 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ 19 წლის გოგონას გარდაცვალებაზე პასუხები, პირველ რიგში, მას ესაჭიროება

„კითხვებზე პასუხი პირველ რიგში მესაჭიროება მე, რადგან აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები“, - ასე გამოეხმაურა კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალებას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„ვუსამძიმრებ თეკლას ოჯახს. ეს ნამდვილად ტრაგიკული ფაქტი მოხდა. ამას ვერ დავტოვებთ ყურადღების გარეშე. გუშინ ჩემი დავალებით რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს მისი შესწავლა. ისინი გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით განცხადებას, როგორც კი გარკვეული დასკვნები იქნება გაკეთებული, თუ რა ხარვეზების გამო მოხდა მსგავსი ლეტალური შედეგის დადგომა და ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ნამდვალად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის და ამ კითხვებზე პასუხი პირველ რიგში მესაჭიროება მე, რადგან აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები“, - განაცხადა ტიკარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics