|
2020-12-02 12:05:23, 447 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: „საახალწლო სოფლის“ მოწყობისთვის განკუთვნილი თანხა წელს შეჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება
პროექტი „საახალწლო სოფელი“ წელს პანდემიის გამო ვერ განხორციელდება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ვიცით, რა რთული ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში, ვებრძვით პანდემიას. იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ განხორციელდება. ეს შექმნიდა მიზიდულობის ცენტრს, მოვიდოდა ბევრი ადამიანი და დიდი საფრთხე შეიქმნებოდა. ამიტომ, საახალწლო სოფელი წელს ვერ ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა შეჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება. „ეს პროექტი, დაახლოებით, 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა. ეს თანხა მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში. ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. წინასაახალხლო დღეებში მათ საკვები პროდუქტებით უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ბიზსნესსექტორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საახალწლოდ ლამაზად მორთული და განათებული ქალაქი მათი დამსახურება იქნება. ასევე, კახა კალაძემ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვები პროდუქტებით და ჰიგიენის პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფის შესახებაც ისაუბრა და პროცესში ჩართვისა და მხარდაჭერისთვის ბიზნესსექტორს მადლობა გადაუხადა. „ნახევარი მილიონი ლარი განსაზღვრულია სარეზერვო ფონდიდან და დაწყებული გვაქვს პროდუქტების შეძენა, რომელსაც დავარიგებთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. უკვე ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე, არის სრული მზადყოფნა, რომ მონაწილეობა მიიღონ პროდუქტებით უზრუნველყოფაში. ეს პლატფორმა შექმნილია ყველასთვის და ასევე, მინდა მივმართო ახალგაზრდებს, მოხალისეებს, ვისაც სურვილი გაქვთ, ჩაერთოთ ამ ღონისძიებაში, დაეხმაროთ მუნიციპალიტეტს პროდუქტების მიტანაში კონკრეტულ ადამიანებთან, გვაქვს სრული მზადყოფნა: ამაში ჩართული არიან ჩვენი გამგეოების თანამშრომლები და გადამზადდებიან ადამიანები, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც საკუთარი თავი, ასევე, ის კონკრეტული ოჯახები და ადამიანები, სადაც მოგვიწევს მისვლა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების წესები ყველანაირად დაცული იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)