2020-12-01 12:00:03, 602 ნახვა
სამართალი
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიციამ აქცია განაახლა, ხმაურია.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი დააკავეს.
დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მოსახლეობასთან შეხვედრისაკენ მოუწოდებენ.
აქტივისტები მთავრობის შენობაში მიმდინარე სხდომის ჩაშლას ცდილობენ და სკანდირებენ „რიჟვაძე გამოდი“, „თავმჯდომარე ხალხს ემალება“ და სხვა. ისინი პროტესტს საყვირებით გამოხატავენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან