|
2020-11-30 15:17:47, 482 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცნობებს მოქალაქეებს, რომ სანქციების თავიდან ასაცილებლად სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურის განსახორციელებლად დასვენების დღეებში, სამშაბათსა და ხუთშაბათს, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში ერთი დღით ადრე გამოცხადდნენ. უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს ნუ მიმართავენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და სააგენტოს ახალი სამუშაო გრაფიკის მიხედვით, ის მოქალაქეები , რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურის განხორციელება უწევთ დასვენების დღეებში, სამშაბათსა და ხუთშაბათს, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გამოცხადდნენ ერთი დღით ადრე, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით. ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, შეგახსენებთ, რომ მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისაგან. ასევე, მოგიწოდებთ, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდეთ პირბადით“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)