|
2020-11-30 13:38:39, 446 ნახვა
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები გადმოსცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მაღალი გამავლობის 10 ავტომანქანა, ასევე, კომუნიკაციის საშუალებები გადმოეცა. 1.4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები სრულად აკმაყოფილებს სახმელეთო საზღვრის დაცვის მოთხოვნებს და საზღვრებზე დანაშაულის პრევენციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. აღჭურვილობის განახლება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფის“ პროექტის ფარგლებში, განახორციელა. ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების შემდგომ განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. ევროკავშირის დაფინანსებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)