|
2020-11-30 13:36:47, 498 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - ვწუხვარ, რომ აქციები კვლავ იმართება, ვერ შევძელით საკმარისი კომუნიკაცია
ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აქციები კვლავ იმართება, ჩვენ ვერ შევძელით საკმარისი კომუნიკაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველამ დაიცვას ის შეზღუდვები, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. „გამომდინარე იქიდან, რომ დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს პანდემია, ის არის ნომერ პირველი ამოცანა, რომ ჩვენ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აქციები კვლავ იმართება, ჩვენ ვერ შევძელით საკმარისი კომუნიკაცია და ახსნა იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეჩერებული იყოს ყველა იმ ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენ დავიცვათ ყველა ის ზომა არა მხოლოდ სოციალური დისტანცია, არამედ ყველა ის შეზღუდვა, რომელიც გამოქვეყნებულია და დადგინდა 28 ნოემბრიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)