21:11 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 10:34:00, 538 ნახვა

სამართალი
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესი გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც ცნობილია, ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს 2აღკვეთის ღონისძიების სახედ თავდებობას შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics