|
2015-09-26 09:42:12, 570 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველო ინსტიტუციურად და საკანონმდებლო კუთხით ევროპელი მეგობრებისთვის პასუხისმგებლიანი პარტნიორია
„საქართველო ინტიტუციურად და საკანონმდებლო კუთხით მზად არის იყოს პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროპელი მეგობრებისთვის“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის კომენტირებისას განაცხადა. მინისტრის თქმით ვიზალიბერალიზაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მიმდინარე პოლიტიკური დღის წესრიგის და ეს თემა, ასევე განხილული იქნება გაერო-ს სესიის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან დაგეგმილი ინდივიდუალური შეხვედრების დროს. „ვიზალიბერალიზაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მიმდინარე პოლიტიკურ დღის წესრიგში. იქნება შეხვედრები ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან. მათ შორის სამუშაო შეხევდრა ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებთან. ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმები და ასევე ის, რომ დავარწმუნოთ ევროპელი კოლეგები, რომ არსებული მიგრაციის კრიზისი არ უნდა შეეხოს საქართველოს ვიზალიბერალიზიის პროცესს, და რომ ჩვენ მზად ვართ ინსტიტუციურად, საკანონმდებლო კუთხით, იმისათვის რომ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროპასთან ურთიერთობაში“, - განაცხადა მინისტრმა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვედრა ექნება ასევე ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებთან. შეხვედრისას განხილული იქნება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხები. გიორგი-კვირიკაშვილმა ასევე სიაუბრა საქართველოს დელეგაციის მთავარ დღის წესრიგზე გაერო-ში, ვიცე-პრემიერის განცხადებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში გაერო-ს სესიის ფარგლებში და ასევე ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, აქცენტი გაკეთდება რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ თემებზე, საუბარი შეეხება დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)