|
2020-11-27 17:27:41, 967 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკო - ახალი კონტიტუციის მიღების შემდეგ, მე პრეზიდენტის თანამდებობაზე აღარ ვიქნები
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ის თანამდებობას დატოვებს, - აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „ბელტა" ავრცელებს. „მე კონსტიტუციას ჩემ თავზე არ ვირგებ. ახალი კონსტიტუციით მე უკვე თქვენთან, როგორც პრეზიდენტი აღარ ვიმუშავებ. ამიტომ დამშვიდდით, ამას მშვიდად გადაიტანთ", - აცხადებს ალექსანდრ ლუკაშენკო. ამასთანავე, ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსს სჭირდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც აუცილებლად უნდა წაადგეს ქვეყანას. „არასდროს დავუშვებ, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებისას, ვინმემ არჩევნები გააყალბოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეცოდინება, რომ შედეგები ისეთი არ არის, როგორიც მე მინდა. რატომ? იმიტომ, რომ ბელარუსმა ერმა უნდა გაიაროს ის, რაც გასაველი აქვს“, – დასძინა ბელარუსის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)