13:31 - 22 Jul, 2026
|
2020-11-27 17:36:30, 561 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყებასთან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საგარეო უწყებისგან ბრალდებულების ადვოკატებისთვის ოფიციალური დოკუმენტის გადაცემას ითხოვენ, რომლითაც შესაძლოა, მათი უდანაშაულობა დამტკიცდეს. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად სამინისტროს შენობასთან ბრალდებულების ადვოკატები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)