|
2020-11-27 15:32:31, 538 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხახალეიშვილი „ფეისბუქის“ სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. „მეგობრებო, მეც დამიდასტურდა კორონავირუსი და უკვე იზოლაციაში ვარ. ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში გამოწვევა ახლა როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვისაც კორონავირუსია, რომლის გავრცელების მასშტაბები სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ დიდია. ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაც ვირუსის გავრცელებასთან ერთად იზრდება და მგონი, აღარ დარჩა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ კოვიდ 19 მითია. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა, შევაჩეროთ ინფექციის გავრცელება. ჩვენი, თითოეულის ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ჩვენს მოქალაქეებს. მოგმართავთ თხოვნით, იყავით ფრთხილად, გაითვალისწინეთ ყველა მოწოდება, რაც ჩვენ სასიკეთოდ კეთდება, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის წესები, ვატაროთ პირბადე, აუცილებლობის გარდა, მოვერიდოთ ქუჩაში გასვლას, არ მოვაწყოთ თავყრილობები, რადგან ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელია, კორონავირუსზე გამარჯვება შევძლოთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!“, - წერს იოსებ ხახალეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)