|
2020-11-27 14:31:53, 647 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს. მისი თქმით, აღნიშნული თანხა მარტოხელა მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების შესაძენადაა განკუთვნილი. „იცით, რომ ხვალიდან, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი ქალაქების წერტილოვანი შეზღუდვა არის გადაწყვეტილი, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ჩვენ გამოვნახეთ საშუალება და გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი იმისთვის, რომ საკვები პროდუქტებით დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს. როდესაც პანდემიის პირველი ტალღა გვქონდა ქვეყანაში, ამ მიდგომით ძალიან ბევრ ოჯახს დავეხმარეთ, რათა მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა მათი მდგომარეობა. ამჯერადაც, წინასაახალწლო დღეებში, ანალოგიურად უზრუნველვყოფთ მოხუცებს, რომლებიც ყველაზე მეტად შედიან რისკ-ჯგუფებში და მათ არ აქვთ შესაძლებლობა გამოვიდნენ და შეიძინონ საკვები პროდუქტები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, ამ მიზნით ამჯერადაც შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, რომელშიც ბიზნეს-სექტორი ჩაერთვება. „ძალიან ბევრი ზარი შემოდის ბიზნეს-სექტორიდან და გამოთქვამენ მზადყოფნას ამ პროცესში ჩართულობისა და დახმარებისთვის. ჩვენ, როგორც პანდემიის პირველ ეტაპზე, ახლაც ვქმნით სპეციალურ პლატფორმას, სადაც ყველა ადამიანს, ყველა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელს, ვისაც აქვს სურვილი, ყველანაირ შესაძლებლობას მივცემთ, რომ ჩაერთოს ამ წამოწყებაში. მინდა მოვუწოდო გამგეობებს, გამგეობების ყველა თანამშრომელს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, დავიწყოთ ამ პროგრამის განხორციელება და უზრუნველვყოთ საკვები პროდუქტით ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)