|
2020-11-27 12:37:25, 530 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამგზავრო გადაყვანები საახალწლო დღეებში განახლდება
2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილების თანახმად, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე საქალაქთაშორისო გადაადგილება იზღუდება. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები დროებით ჩერდება. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით. როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს, ამ პერიოდში განახლდება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები. "რაც შეეხება იმ მგზავრებს, რომლებსაც წინასწარ სალაროში ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, გთხოვთ, დღეს დააბრუნოთ ბილეთები, რადგან ხვალიდან სალარო დაიხურება და გაიხსნება სამგზავრო გადაყვანების განახლების შემდეგ. ვინც დღეს ვერ მოახერხებთ ბილეთის დაბრუნებას, მოგვიანებით სალაროს გახსნისთანავე შეძლებთ ბილეთის დაბრუნებას და თანხის სრულად ანაზღაურებას. ხოლო, მათ ვისაც ონლაინ აქვთ ბილეთი შეძენილი, უახლოეს დღეებში შეძლებენ ონლაინ ბილეთის დაბრუნებას", - აღნიშუნლია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)