13:31 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 09:48:09, 518 ნახვა

საზოგადოება
ქარელში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარადაცვლილი იპოვეს

ქარელში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდების გარდაცვალება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ამასთან, სახლში მყოფი კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს და მათი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს, ექსპერტიზა დაადგენს.

აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის, მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics