|
2020-11-26 18:25:34, 734 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“ შეუზღუდავად განაგრძობს მუშაობას
ქვეყანაში მობილობის შემცირების პირობებში, „საქართველოს ფოსტა“ როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეუზღუდავად სთავაზობს საფოსტო/საკურიერო მომსახურებას. მომსახურება განხორციელდება სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით. „საქართველოს ფოსტა“ გზავნილთა მისამართზე ან სერვისცენტრში გადაცემა/ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე. ოპერატორები და კურიერები აღჭურვილნი არიან შესაბამისი ეკიპირებით. „საქართველოს ფოსტა“ მომხმარებლებს მოუწოდებს, საფოსტო სერვისების მისაღებად ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით. აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ „საქართველოს ფოსტის“ ვებ გვერდზე - gpost.ge ან ქოლ ცენტრის მეშვეობით 032 224 09 09.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)