|
2020-11-24 21:05:06, 585 ნახვა
საზოგადოება
Tbilisi Pride - ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღესთან დაკავშირებული პოსტერი გაანადგურეს
„ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღესთან დაკავშირებული პოსტერი გაანადგურეს“, - ამის შესახებ Tbilisi Pride სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პოსტერის განადგურების ვიდეო Tbilisi Pride-ს გაუგზავნეს. „20 ნოემბერს, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღეს, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში გავაკარით პოსტერი წარწერით - “ჩვენ გვახსოვს”. აღნიშნული ჟესტით გვინდოდა საქართველოში გარდაცვლილი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის მიგვეგო პატივი. დღეს დილით, “თბილისი პრაიდის” გვერდზე გამოგვიგზავნეს ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ანადგურებს პოსტერს, ცეცხლს უკიდებს, ბოლოს კი ნაცისტური სალუტით გვემშვიდობება რადიკალური ჯგუფის წარმომადგენელი. აღნიშნული ვიდეოს შინაარსი ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და შემაწუხებელია. ჩვენ აქ ვხედავთ საჯარო სივრცის დეგრადაციას: ხსოვნის პოსტერის ამგვარი განადგურება მიგვანიშნებს, რომ გაუფასურებულია ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორებიცაა ადამიანის სიცოცხლე, გარდაცვლილის გლოვა, პატივისცემა და ემპათია. ამ ღირებულებათა ნაკლებობის ყველაზე საგანგაშო გამოვლინება კი სწორედ სიძულვილისა და უთანასწორობის იდეოლოგიების - ფაშიზმისა და ნაციზმის - ელემენტების ათვისებაა. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს უკანონო თუ ძალადობრივ ქმედებებზე რეაგირების სამართლებრივი გზები, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არ არის ყოველთვის საკმარისი ან რელევანტური. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ წვდომა საჯარო სივრცეზე, რათა შევქმნათ ან ხელი შევუწყოთ ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და სოლიდარობის ღირებულებების გავრცელებას, და არა იმისთვის, რომ კვლავ გავაძლიეროთ კონფლიქტური ან რეპრესიული გარემო. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ ამისთვის, რომ, დავიკავოთ და პოზიტიურად გარდავქმნათ საჯარო სივრცე!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)