2020-11-18 22:47:07, 793 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ჩვენ ვთავაზობთ მარტივ დებატებს, მათ სურთ შოუ
„ოპოზიციას ჩვენ ვთავაზობთ მარტივ დებატებს, მათ სურთ შოუ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას გამბედაობა უნდა ეყოს და დათანხმდეს დებატებს.
„ჩვენ ვთავაზობთ მარტივ დებატებს კონკრეტულ ტელევიზიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ინიციატივა პირველად გაჟღერდა რუსთავი 2-ზე, ჩვენ მზად ვართ, მათ მივანიჭოთ ეს ექსკლუზივი დებატების ორგანიზებასთან დაკავშირებით.
შეგვიძლია, დავსხდეთ კონკრეტულ ტელევიზიაში და მშვიდ გარემოში გავცვალოთ არგუმენტები, თუ რამდენად იყო რაიმე არსებითი ხარვეზები გამოვლენილი ამ არჩევნებში.
თუ მათ არ აქვთ შიში სიმართლის მიმართ, ბუნებრივია, უნდა დათანხმდნენ კლასიკურ დებატებს და ეს არის ჩვენი შეთავაზება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,